LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შედეგად, პოლიცია ვერ ასრულებს უპირველეს ფუნქციას და საზოგადოებრივ წესრიგს ვეღარ იცავს – პოლიციის უმოქმედობის და დამნაშავეთა დაუსჯელობის გამო კრიმინალი წახალისებულია“ – „ძლიერი საქართველო“

200
მამუკა ხაზარაძე გიორგი ახალაიას მკვლელობაზე

„სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შედეგად, პოლიცია ვერ ასრულებს უპირველეს ფუნქციას და საზოგადოებრივ წესრიგს ვეღარ იცავს“, – ამის შესახებ განცხადებას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს, რომლითაც თბილისში 21 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეს ეხმაურება.

„ძლიერი საქართველო“ აღნიშნავს, რომ 21 წლის წარმატებული სპორტსმენის სასტიკი მკვლელობა ტრაგედიაა, რადგან „ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ადამიანის სიცოცხლე აღარ არის დაცული“.

„ჩემი გიორგი მომიკლეს…ჩემი იუბილარი ბიჭი აღარ მყავს..ჩემი ჩემპიონი“ – გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში 21 წლის სპორტსმენი მოკლეს

„საშინელება დაგვემართა… გიო მოგვიკლეს თავის დაბადების დღეზე… ერთადერთი შვილი მოუკლეს მშობლებს, 17 თუ 18 წლის ლაწირაკმა ბავშვებმა…“ – ოჯახის ახლობელი გიორგი ახალაიას მკვლელობაზე

„ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინოგენური ვითარებისა და ჩამოშლილი სამართალდამცავი სისტემის ფონზე არსებულ უკონტროლობას და განუკითხაობას კიდევ ერთი ახალგაზრდა თანამოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

21 წლის წარმატებული სპორტსმენის სასტიკი მკვლელობა თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, რადგან ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ადამიანის სიცოცხლე აღარ არის დაცული.

სამართალდამცავი სტრუქტურები შეზრდილია დანაშაულებრივ სამყაროსთან და უმეტეს შემთხვევაში თავად ჩადის დანაშაულს, პოლიციის უმოქმედობის და დამნაშავეთა დაუსჯელობის გამო წახალისებულია კრიმინალი.

ასევე, სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შედეგად, პოლიცია ვერ ასრულებს მის უპირველეს ფუნქციას და საზოგადოებრივ წესრიგს ვეღარ იცავს. ამის ნაცვლად, დღეს ის ჯარიმების დასარიგებლად, კარდაკარ სიარულით არის დაკავებული.

სწორედ ამ მანკიერი სისტემის შესაცვლელად, ევროინტეგრაციის კურსის გასაგრძელებლად და ქვეყანაში კონსტიტუციური სამართლიანობის აღსადგენად იბრძოდა გიორგი ახალაიას მამა, კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ხობის რაიონული ორგანიზაციის აქტიური წევრი ნუგზარ ახალაია.

კოალიციის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ ნუგზარ ახალაიას ოჯახს და ახლობლებს”, – ნათქვამია “ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g