LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაქტობრივად, ძილი არ ვიცი რა არის, როცა მგონია, რომ ყველაზე მეტად მიჭირს, ყველაზე მეტი ძალა მეძლევა“ – ოთხი შვილის დედობა და წარმატებული სასცენო კარიერა – გორის ქალთა გუნდის სოლისტი, მომღერალი თაკო ოქროპირიძე შვილებთან ერთად „იმედის“ ეთერში

634
თაკო ოქროპირიძე (1)

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „იმედის დილა“ გორის ქალთა კამერული გუნდის სოლისტი, მომღერალი თაკო ოქროპირიძე ოთხ არაჩვეულებრივ შვილთან ერთად სტუმრობდა.

როგორ ახერხებს დამოუკიდებლად, დამხმარეს გარეშე, თანაბარი წარმატებით გაართვას თავი 4 შვილის დედობას და ამასთან, ჰქონდეს წარმატებული კარიერა, თაკო ოქროპირიძემ რუბრიკაში „შენი დრო“ გულახდილად და ვრცლად ისაუბრა.

„ფაქტობრივად, ძილი არ ვიცი რა არის. როცა გინდა, რაღაც კარგად და სრულყოფილად გააკეთო, სხვა რაღაც უნდა შესწირო, ამიტომ, მირჩევნია ამ ნაწილში ვიყო აქტიური. დამხმარე არ მყავს. გორის ქალთა გუნდში სიმღერის პარალელურად, უკვე 17 წელია, რადიო „ფორტუნაში“ წამყვანიც ვარ. ხელმძღვანელობის დამსახურებაც არის – როცა რაიმე მიჭირს და მათი დახმარების გარეშე ვერ ვასრულებ, ყოველთვის ჩემს გვერდში არიან და ეს ყველაფერი უკვე კარგად გამომდის.

ღმერთიც მეხმარება და მაშინ, როცა მგონია, რომ ყველაზე მეტად მიჭირს, ყველაზე მეტი ძალა მეძლევა, რომ სრულყოფილად შევასრულო ხოლმე [მისია]. მინდა, ბავშვებმა კარგად ისწავლონ, კარგად გამოიყურებოდნენ და დედის ხელი არ აკლდეთ. ჩემთვის დრო როცა მრჩება, შევდივარ ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიაში და სულ ტანსაცმელს ვარჩევ“, – აღნიშნავს თაკო ოქროპირიძე.

მომღერალი თაკო ოქროპირიძე შვილებთან ერთად რუბრიკაში #შენი_დრო

ოთხი შვილის დედობა და წარმატებული სასცენო კარიერა – ბალანსი ოჯახსა და მუსიკას შორის – გორის ქალთა გუნდის სოლისტი, მომღერალი თაკო ოქროპირიძე შვილებთან ერთად რუბრიკაში #შენი_დრო

Posted by იმედის დილა / Imedis Dila on Monday, March 17, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g