LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლში განზრახ მკვლელობისთვის 2 პირი გასული წლის 2 სექტემბერს დააკავა – გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა მსხვერპლს თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს

210
მკვლელობა გორში

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ერთხმად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 1 სექტემბერს, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

„პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მათ სასჯელის სახედ და ზომად 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ახალგაზრდა კაცი, ნიკა ღვინიაშვილი ჯერ გათიშეს, ხელები თოკით შეუკრეს და შემდეგ –  ჯგუფურად, სიკვდილამდე სცემეს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მისი მეზობლები : ემზარ და ელგუჯა მედოშვილები დააკავა. ბრალდებულებიდან ერთი პენსიონერია – მეორე კი ყოფილი მასწავლებელი. 

ერთ-ერთი ძმა ამ­ტკი­ცებ­და, მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა მიზ­ნად არ ჰქო­ნია და­სა­ხუ­ლი. მისი თქმით, 28 წლის ბიჭი თით­ქოს მას აე­დევ­ნა და ამას მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა. მან ასევე აღნიშნა, რომ მხა­რე­ებს ად­რეც ჰქო­ნი­ათ კონ­ფლიქ­ტი.

„ქირ­ქი­ლით გა­მო­მიყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ვუხ­სნი­დი – მთვრა­ლი ვარ, შე­მეშ­ვი- მეთ­ქი. ერთი ჭიქა ავი­ღე ოჯახ­ში, ვთქვი, ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი. წა­მო­ვე­დი და უკან მომ­ყვე­ბო­და. აშ­კა­რად ვუ­ყუ­რებ და მან­ძილს ამ­ცი­რებს. 150 მეტ­რი გა­ვი­ა­რე… და­გეგ­მი­ლი არ მქონ­და, თა­ვის­და ­უ­ნე­ბუ­რად გა­ვიხ­სე­ნე შარ­შან­დე­ლი ამ­ბე­ბიც,“ – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g