LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

107
მინერალური რესურსები

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა – აღნიშნულს „წიაღის შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებები ითვალისწინებს.

ცვლილებების ავტორები და ინიციატორები საქართველოს პარლამენტის შემდეგი დეპუტატები არიან: მაია ბითაძე, გიორგი ჭყონია, ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი ხახუბია, გოდერძი ჩანქსელიანი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი ზარქუა, ზაურ დარგალი.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიზანი სასარგებლო წიაღისეული მართვის და გარემოს დაცვის საკითხების ეფექტიანად წარმართვაა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების სააგენტოს ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წიაღის მდგრადი მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისა და სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა/სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და კოორდინაცია. შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობა მოითხოვს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის ეფექტიანად მართვის და განკარგვის უზრუნველყოფას. ამასთან, ის პირდაპირ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემოზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად ამოცანას/ფუნქციას წარმოადგენს სწორედ ბუნებრივი რესურსებით (გარდა სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო მართვა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, გარემოს დაცვა, ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება. ასევე, ნარჩენების მართვა ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდეს ცვლილება და სააგენტო გახდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, რომლითაც მეტად ეფექტიანად იქნება უზრუნველყოფილი სასარგებლო წიაღისეულის მართვა, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენცია და გარემოსთვის მიყენებული ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის შერბილება“, – წერია დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g