LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია მწარიაშვილი: „ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები ნულს ქვევითაა, მზია არის უდანაშაულო! – ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება“

203
მაია მწარიაშვილი

„ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები არის ნული, ნულს ქვევით, მზია არის უდანაშაულო! ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ის ჩვენი ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განუცხადა.

როგორც დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის [გამოცემების – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი], ინტერესების დამცველმა ასევე აღნიშნა, ბრალდების მხარემ საქმის განხილვისას ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენაც კი ვერ გაბედა.

„ეს არის მორიგი უკანონო და რეპრესიული სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება“ – საია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ადვოკატი თამარ კორძაია მოსამართლეს: „მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ იმსახურებს“

„წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ აიღო და დაცვის ყველა მტკიცებულება ამოყარა საქმიდან: მიიჩნია, რომ 18 მოწმე არ უნდა გამოვკითხოთ, ასევე, 19 ვიდეოკადრი, არაერთი დოკუმენტური მტკიცებულება…

დაცვის ყველა მტკიცებულება ამ მოსამართლემ დაუშვებლად ცნო სწორედ იმიტომ, რომ არ მოუსმინოს ჩვენს მოწმეებს, რომლებსაც უნდა ესაუბრათ საპოლიციო ძალადობებზე. ბესელიასთან ეს ინციდენტი გარკვეული მოქმედებების შედეგია.

ამ გარკვეული მოქმედებების მტკიცებულებები რაც იყო, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იყო, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო და ერთიანად ამოყარა. სააპელაციო სასამართლო იძულებული იყო დაეშვა ჩვენი საჩივარი, მხოლოდ მტკიცებულებების ნაწილში.

ბრალდებას ამ საქმეში არ აქვს არაფერი. ვიდეომტკიცებულების წარმოდგენაც კი ვერ გაბედა, ვერ გარისკა. მხოლოდ „აჭარის ტელევიზიიდან“ ამოიღო 44 წამიანი კადრი… მეტი კადრი არ აქვს „აჭარის ტელევიზიას“, უამრავი კადრი აქვს და დღესაც დევს ეს კადრები, მაგრამ ბრალდებას ეშინია ნებისმიერი კადრის მოტანის.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“ – 200-ზე მეტი ჟურნალისტი, მედია და უფლებადამცველი განცხადებას ავრცელებს

ასევე ნახეთ

მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკი „ვივა მედიდან“ ციხეში დააბრუნეს

ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები არის ნული, ნულს ქვევით, მზია არის უდანაშაულო! ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ის ჩვენი ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება“. – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევს

საერთაშორისო ორგანიზაციები: საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და დაასრულონ მედიის უპრეცედენტო დევნა

ფოტოები: „ნეტგაზეთი“/„ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g