LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე – ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა“ – სალომე ზურაბიშვილი

187
სალომე ზურაბიშვილი

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა.

„ტექნიკური მოლაპარაკებები შავ ზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის შესახებ ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ დაიწყება“- თეთრი სახლი

„[უკრაინისთვის] სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და საგარეო სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა“ – რა წინაპირობები დაასახელა პუტინმა „კონფლიქტის მოგვარებისთვის“

„ახლა უკრაინაში განგაშია, ეს არის პასუხი იმაზე, თუ რა ხდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებსა და საავადმყოფოებზე.

„პუტინი დათანხმდა “შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე”, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებზე, საავადმყოფოებზე. სავარაუდოდ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოწოდება მიზნად ისახავდა ადამიანური მსხვერპლის შეჩერებას და არა რუსული აქტივების დაცვას. ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g