LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ბედნიერების ცრემლები და მოსიყვარულე ოჯახის მხარდაჭერა – გალ გადოტს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს

452
page

ებრაელ მსახიობსა და მოდელს, გალ გადოტს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს. ამ დღეს 39 წლის ვარსკვლავი თავის დიდ და მოსიყვარულე ოჯახთან, მეუღლესთან, ჯარონ ვარსანოსთან და ოთხ შვილთან ერთად იმყოფებოდა.

საპატიო ჯილდოს მიღებამ მსახიობი საოცრად გააბედნიერა. ის სიხარულის ცრემლებს ვერ მალავდა. უმშვენიერეს გალს ღია კრემისფერი კაბა ეცვა, რომელიც გრძელი ფოჩებით იყო გაფორმებული.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეში ძმები გრიმების ლეგენდარული ზღაპრის, „ფიფქიას“ მსოფლიო პრემიერა შედგება, რომელშიც რეიჩელ ზეგლერთან ერთად მთავარ როლებს ენდრიუ ბერნაპი და გალ გადოტი ასრულებენ. ეს უკანასკნელი ბოროტი ჯადოქრის როლში მოგვევლინება.

ნახეთ, გალ გადოტი ბოროტი ჯადოქრის როლში – „ფიფქიას“ პირველი „ტრეილერი“ გავრცელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები