LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება 80 წლის ასაკში „ქალი მტრედებით“ ცნობილი ფილმიდან „მარტო სახლში“

178
როგორ გამოიყურება 80 წლის ასაკში „ქალი მტრედებით“ ცნობილი ფილმიდან „მარტო სახლში“

ბრენდა ფრიკერი ყველას გვახსოვს და გვიყვარს როგორც „ქალი მტრედებით“ 1992 წლის გახმაურებული ფილმიდან „მარტო სახლში“. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან, სამ ათწლეულზე მეტი გავიდა, მისი პერსონაჟი, რომელმაც მაკოლეი კალკინის გმირს იმედი ჩაუსახა, არასოდეს გაქრება მეხსიერებიდან. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ფრიკერმა ურთულესი ცხოვრება განვლო, ახლა ის 80 წლისაა, ირლანდიაში ცხოვრობს, თუმცა, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა, მან 32-ჯერ სცადა თვითმკვლელობა, რის შესახებაც ღიად ისაუბრა Entertainment Daily-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობს მიღებული აქვს „ოსკარი” ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის, თუმცა ყველა იცნობს მას ფილმიდან „მარტო სახლში”.

მსახიობი იხსენებს, რომ მისი დეპრესია დედის დამსახურებაა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ის ხშირად გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. ამბობს, რომ ძალიან ჰგავს თავის პერსონაჟს, უსახლკარო ქალს, რომელიც თავად უბედურია, მაგრამ სხვებს ანუგეშებს. ბრენდა ფრიკერი 1979 წელს რეჟისორ ბარი დევისზე დაქორწინდა, თუმცა, წყვილი ცხრა წლის შემდეგ დაშორდა. მოგვიანებით ფრიკერი და დევისი შერიგდნენ, ისინი ერთად ებრძოდნენ რეჟისორის ალკოჰოლდამოკიდებულებას, საბოლოდ დევისი 1991 წელს გარდაცვალა.

ამჟამად ბრენდა ფრიკერი ეკრანებზე აღარ ჩნდება, ის დუბლინში, მშვიდ ცხოვრებას ეწევა.

„ადრე და ახლა“ – ნახეთ როგორ გამოიყურებიან ფილმის, „მარტო სახლში“ ვარსკვლავები 30 წლის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g