LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი გასტრონომიული შეცდომები, რომელსაც ყველა ტურისტი უშვებს

48

რომელია მთავარი გასტრონომიული შეცდომები, რომელსაც ყველა ტურისტი უშვებს. ავსტრალიელმა მზარეულმა და ჯანსაღი კვების სპეციალისტმა ანა ბლოკმა ის პროდუქტები დაასახელა, რომელთა მირთმევაც მოგზაურობის დროს დაუშვებელია. ანა ფიქრობს, რომ ონკანის წყლის მირთმევა და სასმელში ყინულის დამატება დიდად სასურველი არ არის, მითუმეტეს ისეთ განვითარებად ქვეყნებში როგორიც ტაილანდია. ასეთ ადგილებში წყალი შესაძლოა უამრავი ვირუსითა და ბაქტერიით იყოს სავსე. გარდა ამისა, რეკომენდირებული არც სალათის ფურცლების მირთმევაა, რადგან მათ სწორედ დაბინძურებულ წყალში რეცხავენ. ექსპერტი ევროპაში იმპორტირებულ საკვებსაც ეწინააღმდეგება, რადგან შორი გზიდან მოტანილი პროდუქტი შესაძლოა უამრავი საფრთხის შემცველი იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები