LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს ავტოპილოტმა ერთ გასეირნებაში 7 ჯარიმა დააგროვა

107
Tesla-ს ავტოპილოტმა ერთ გასეირნებაში 7 ჯარიმა დააგროვა

Tesla Model Y-მ უპილოტო რეჟიმით პეკინში გავლის დროს 7 წესი დაარღვია. ერთდროულად რამდენიმე ავტოპილოტის დატესტვა ჩინელმა ავტო ბლოგერმა ჩენ ჩჟენმა გადაწყვიტა. გარდა „ტესლას“ საფირმო Full Self-Driving სისტემისა, ჩინელმა სპეციალისტებმა Li Auto-ს და Aito-ს ელექტროქარების ავტონომიური სისტემების მუშაობაც შეამოწმეს. ცდების ბოლოს დადგინდა, რომ ყველაზე ცუდი შედეგები ამერიკულ ავტოპილოტს ჰქონდა.

Tesla Model Y-ს ავტოპილოტი სულ ველო ბილიკებზე გადადიოდა, არღვევდა გზის მონიშვნებს, ასევე პირდაპირ მიდიოდა მოსახვევებში. ერთ მგზავრობაში ბლოგერმა 7 ჯარიმა მოაგროვა.

ეს ყველაფერი არ არის და „ტესლას“ ავტოპილოტს მძღოლის მხრიდან 24-ჯერ დასჭირდა ჩარევაც, რათა სერიოზული ავარია აერიდებინათ თავიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები