Aston Martin „პრაქტიკულ“ ჰიპერქარს შექმნის. სიახლეს კოდური სახელი Project 003 ერქმევა და ის შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 500 ეგზემპლარი გამოვა.
ჰიპერქარის ბაზარზე გამოსვლა 2021 წლის ბოლოსთვისაა დაანონსებული. ახალი მოდელის ვიზუალზე მსჯელობა მარკის მიერ გამოქვეყნებული ესკიზითაა შესაძლებელი. ეს იქნება არც თუ ისე დიდი ზომის ავტომობილი, რომელსაც განვითარებული აეროდინამიკა და ჩამოყალიბებული პროპორციები ექნება. ჰიპერქარი რაღაცით McLaren–ს ემსგავსება, თუმცა ყოველდღიური მოხმარებისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება. მას ექნება საჭირო ტევადობის საბარგულსაც და თითქმის ყველა ბაზარზე გაიყიდება. კუპე როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა საჭიანი ვერსიებით იქნება ხელმისაწვდომი. Project 003 ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს და ელექტროძრავი ბენზინის ტურბო ძრავთან ერთად კომპლექტში იმუშავებს.