LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა ყველასათვის ხელმისაწვდომი ელექტროქარი წარადგინა, ფასი 20 ათასი ევროა

105
Volkswagen-მა ყველასათვის ხელმისაწვდომი ელექტროქარი წარადგინა, ფასი 20 ათასი ევროა

Volkswagen-მა ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტროქარი Volkswagen ID.Every1 წარადგინა. გერმანული ბრენდი სერიაში ჩასაშვებად ამზადებს ხელმისაწვდომ კომპაქტურ ელექტრომობილს, რომელსაც ტაბლოიდებმა „სახალხო“ შეარქვეს. ამ დროისთვის მხოლოდ მისი კონცეპტუალური ვერსიაა წარმოდგენილი, ხოლო წარმოებისთვის მზა ვარიანტის ლოდინი მსურველებს 2027 წლამდე მოუწევთ. ასეა თუ ისე, უკვე ცნობილია ისიც რომ სიახლე 20 ათასი ევრო ეღირება.

Volkswagen-მა სიახლეს ID.Every1 ანუ “Everyone” ანუ ყველასთვის უწოდა. მოდელი პლატფორმა MEB-ზე აიგება და მისი სიმძლავრე 95 ცხენის ძალა იქნება, სვლის მარაგიც საკმაოდ მოკრძალებული – 250 კილომეტრია. ელექტროქარს საათში 130 კილომეტრის განვითარება შეეძლება, რაც ავტომწარმოებლის აზრით ქალაქში ექსპლუატაციისთვის სრულებით საკმარისია და მანქანა სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები