LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავში ცხოვრობდა ლევანი, მომხდარით ყველანი შეძრულები ვართ… მართლა გამორჩეული, საუკეთესო, მშრომელი ახალგაზრდა იყო…“ – რას ამბობენ ტრაგიკულად გარდაცვლილი 30 წლის ბიჭის ახლობლები

376
ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა

მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, და­ღუ­პუ­ლი 30 წლის რუს­თა­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა, ლევან დვალია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილ ახალგაზრდას ექსპერტიზა ჩაუტარდა და სახლში გადაასვენეს, ხოლო ორი დაშავებული მამაკაცი, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მთაწმინდაზე მომხდარი ტრაგედიის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ.

მთაწმინდის პარკის პარკინგთან შენობა ჩამოინგრა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ამავე ცნობით და­ღუ­პუ­ლი 30 წლის რუს­თა­ვე­ლი ახალ­გაზ­რდაა.

ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გარდაცვლილის მეზობელი ამბობს, რომ გარდაცვლილი და ორი დაშავებული, მეგობრები იყვნენ:

„მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ სამნი, სამივე ერთმანეთის მეგობრები არიან. ორი კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ლევან დვალი ადგილზე დაიღუპა. მის მეგობრებს მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობდი ლევანს, ჩვენი მეზობელი და მეგობარია. საუკეთესო ახალგაზრდა. რუსთავში ცხოვრობდა ლევანი და მომხდარით ყველანი შეძრულები ვართ. მართლა გამორჩეული, მშრომელი ახალგაზრდა იყო. სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობდა და მეგობრებთან ერთად ასულა მთაწმინდაზე. როგორც შევიტყვეთ ფუნიკულიორთან გადასახედი ხედი რომ არის იქ მდგარან და ისე მოულოდნელად ჩავარდნილა ის მონაკვეთი და მოყვნენ შიგნით. ეს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. არ ვიცი რა უნდა ვთქვა,ან როგორ უნდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. ლევანი დაოჯახებული არ იყო. მას ჰყავს ერთი ძმა და მშობლები, რომლებიც რუსთავში ცხოვრობენ, ახლა ამ თავზარდამცემ რეალობის წინაშე ვართ ყველანი და ძალიან განვიცდით. როგორი დაუცველები ვართ ადამიანები“, – ამბობს ლევანის მეზობელი და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

ლევანის კიდევ ერთი მეგობარი „კვირის პალიტრასთან“ ამბობს, რომ შეძრულია მომხდარით:

„ჩვენი მეგობარია ლევანი. ადამიანი, რომელზეც მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ვიცნობ იმათაც ვინც დაშავდა, ლევანის მეგობრები არიან ისინი. ერთს ხელი აქვს მოტეხილი, მეორეს ფეხი. მომხდარის დეტალები არ ვიცი, ძალიან შეგვძრა ამ ფაქტმა და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი“,– ამბობს გარდაცვლილის მეგობარი გამოცემასთან.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო, სამთო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g