25 მარტს ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის მიერ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი განუმეორებელი მელოდიები თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კიდევ ერთხელ აჟღერდა – საღამო, რომელიც SPARKS-ის ორგანიზებით ჩატარდა, გია ყანჩელის საიუბილეო წელს მიეძღვნა, მორიგი კონცერტი კი დღეს, 26 მარტს გაიმართება.
გია ყანჩელის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილ საღამოზე, მაყურებელმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და აღიარებული ჯაზ-პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის მიერ შესრულებული რამდენიმე პიესის იმპროვიზებულ ვერსია მოისმინა. ამასთან, მაყურებელმა სცენაზე განთავსებულ ეკრანზე კიდევ ერთხელ იხილა დიდი მაესტროს შესახებ გადაღებული საარქივო მასალები და გამორჩეული ეპიზოდები კინოფილმებიდან, რომლებშიც სწორედ გია ყანჩელის მუსიკა ჟღერს.
გია ყანჩელის შემოქმედება წარმოუდგენელია განუმეორებელი ნანი ბრეგვაძის გარეშე, სწორედ მან შეასრულა სიმღერა „ის აქ არის“ კინოფილმიდან „შერეკილები“. მომღერალს აკომპანემენტს ნიკოლოზ რაჭველი უწევდა.
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ასევე გაჟღერდა მელოდიები ფილმებიდან: „როცა აყვავდა ნუში“ და „მიმინო“ – ბექა გოჩიაშვილისა და სიმფონიური ორკესტრის საოცარმა კოლაბორაციამ მაყურებელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
არაფრის … ❣️🙌🏼
Posted by Tea Adeishvili on სამშაბათი, 25 მარტი, 2025
მუსიკალური საღამოს დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთი შეფასება გავრცელდა. გია ყანჩელისა და მისი მუსიკის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს პიანისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველიც:
„კონცერტის შემდეგ ვფიქრობდი, თუ რატომ გახდა გია ყანჩელი ზაქარია ფალიაშვილის პირდაპირი მემკვიდრე და ამავე დროს, რამ განაპირობა მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორთა თანავარსკვლავედში მისი ღირსეული ადგილი?! ეს მოხდა იმიტომ, რომ ის მისი მუსიკით ყველაზე ზუსტად, ყველაზე მაგრად და ყველაზე ოსტატურად გადმოსცემს თავის ეთნოსს, თავის სამშობლოს საქართველოს!.. ყველა თავისებურებებით, მათ შორის სიკვდილის და ტრაგედიის აღქმის ჩვენებური ხასიათით, ცოტა ირონიით, ცოტა იუმორით, გარკვეული თეატრალურობით და ამავდროულად არნახული სიღრმით, სევდით და ტკივილით…
რა უფლება მაქვს ბედნიერი არ ვიყო, იმის გამო, რომ ეს დიდი ხელოვანი, ჩვენი ქვეყნის ისტორიის შემქმნელი კომპოზიტორი ჩემი უფროსი მეგობარი და უსაზღვრო გულშემატკივარი იყო…
დღეს ვთქვი კიდეც ინტერვიუში, რომ ყოველი კონცერტის შემდეგ, როდესაც ჩემი ძვირფასი კოლეგები ორკესტრიდან და აუდიტორიაში მყოფი მსმენელები დარბაზს ტოვებენ, მე ვრჩები და სულ, სულ მარტო შევდივარ სცენაზე რათა დარბაზის კედლებს, სცენას, ინსტრუმენტებს, პიუპიტრებს, ცარიელ სკამებს, სამყაროს, განგებას, ღმერთს, დედაჩემის და გია ყანჩელის სულებს მადლობას გადავუხადო ყველაფრისათვის… და მე ვგრძნობ ხოლმე, რომ ისინი ჩემთან არიან“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
კონცერტის შემდეგ ვფიქრობდი თუ რატომ გახდა გია ყანჩელი ზაქარია ფალიაშვილის პირდაპირი მემკვიდრე და ამავე დროს რამ…
Posted by Nikoloz Rachveli on სამშაბათი, 25 მარტი, 2025
მუსიკალური საღამოზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე წერს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელი თამუნა თანდაშვილიც.
Teona Jorbenadze ყანჩელი რომ აგარჩევს, ფილმი ჩემზე შენ გააკეთეო და მერე მთელ ყანჩელს რომ ასმენინებ დარბაზებს და ატირებ და ახარებ და ატირებ და ახარებ და ასე დაუსრულებლად დაიბადა Nikoloz Rachveli საქართველოში და ტიროდა მთელი დარბაზი დღეს, მეასედ ალბათ სამჯერ წამოუდგა ფეხზე Beka Gochiashvili – ს დარბაზი აქ წერტილია მადლობა ❤️⭐️⭐️
Posted by Tamuna Tandashvili on სამშაბათი, 25 მარტი, 2025