LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან 1553 უფროსკლასელი დარეგისტრირდა

576
თიბისი ტექსკოლა

გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში დარეგისტრირდნენ უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად, საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც. კონკურსის საფუძველზე 1553 რეგისტრირებულიდან, შერჩეული 600 მოსწავლე 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლის – ვებგვერდების აწყობას, UI/UX დიზაინს, ხელოვნურ ინტელექტს, ვებგვერდების პროგრამირებას და მობილური აპლიკაციების შექმნას, გრაფიკულ დიზაინსა და სოციალურ მედია მარკეტინგს.

მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ტექსკოლის ონლაინ კურსები საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ისწავლო იქ, სადაც ხარ.

თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის ინტერესებს. ტექსკოლაში მოსწავლეებს, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე და ჰქონდეთ სკოლისგან სრულიად განსხვავებული სასწავლო გამოცდილება, რომელიც მათ მომავალი პროფესიის შერჩევაში, თუ იდეების რეალობად ქცევაში დაეხმარებათ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g