LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „მიზანმიმართულად იდგმებოდა ნაბიჯები ყველა იმ ინიციატივის ჩასახშობად, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტგამოვლილ ხალხს შორის ნდობის აღდგენას, იხსნებოდნენ თანამდებობიდან ის პირები და საეჭვო ვითარებაში კვდებოდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცნობილი იყო სამშვიდობო რიტორიკით

144
თეა წულუკიანი

„2004-05-06 წლები ძალიან მნიშვნელოვანი წლები იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არსებული პოლიტიკის განსაზღვრისა თუ განხორციელების ნაწილებში. ჩვენ ვიცით და დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ სამხედრო ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით ძალიან სერიოზული შეცდომები – რბილად ვსაუბრობ – იყო დაშვებული მინისტრ ოქრუაშვილის მმართველობის პირობებში. ბატონი პაატა დავითაიაც ადასტურებდა წეღან, რომ არაფერი გაკეთებულა სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შემუშავების მიმართულებით“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე მყოფ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს განუცხადა.

თეა წულუკიანის სიტყვებით, მიზანმიმართულად იდგმებოდა ნაბიჯები ყველა იმ ინიციატივის ჩასახშობად, რომელიც ხალხებს შორის ნდობის აღდგენას ისახავდა მიზნად:

„მიზანმიმართულად იდგმებოდა ნაბიჯები ყველა იმ ინიციატივის ჩასახშობად, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტგამოვლილ ხალხს შორის ნდობის აღდგენას და გაძლიერებას, იხსნებოდნენ თანამდებობიდან ის მინისტრები და თანამდებობის პირები და საეჭვო ვითარებაში კვდებოდა პრემიერ-მინისტრი, რომლებიც ცნობილი იყვნენ სამშვიდობო რიტორიკით, სამშვიდობო ინიციატივებითა და მიდგომებით და ჩვენ ვხედავდით თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ დღეს ჩვენს წინაშე და პარტიის თავმჯდომარეც ბრძანდებოდით, იყო თითქოს ორი ფრთა: დიდი უმრავლესობა, რომელიც იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული – გულწრფელად სწამდათ, ეს შედეგს მოიტანდა თუ არა, ამაზე მოდით, დღეს ნუ ვიდავებთ და მეორე, ძალიან პატარა ჯგუფი, რომელსაც გია ბარამიძემ ბევრჯერ ილუზია და სისულელე უწოდა, მორწმუნეობრივად მიილტვოდა იქით, რომ როგორმე იქნებ სამხედრო დაპირისპირების ნაცვლად, გავამრავლოთ ინიციატივები, არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მაგალითად, 1994 წლის შეთანხმების შინაარსი, როდესაც საქართველოს, რუსეთს და ყველას აეკრძალა დალის (კოდორის) ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა – რომ დაგვეცვა ეს შეთანხმებები და როგორღაც მივსულიყავით ერთმანეთთან შერიგებამდე, იარაღის გარეშე.

დოკუმენტურად ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება იმდროინდელ მმართველობის პერიოდთან. ის პირველი, ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც იარაღის ძალით დაბრუნებას ემხრობოდა და შლიდა მიზანმიმართულად ყველა სამშვიდობო ინიციატივას,ჩვენ გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“, თქვენი ყოფილი პარტიის შეკრებაც, თუ არ ვცდები, 2005 წელი იყო, სადაც პირდაპირ აიკრძალა აფხაზებთან თუ ოსებთან ყველანაირი შეხვედრა ევროპის დედაქალაქებში. ვუბრუნდები კითხვას – ამ ყველაფრის, რაც ახლა მოვყევი, ნაბიჯ-ნაბიჯ რაც ხდებოდა, თქვენ, როგორც მინისტრი, მინისტრის მოადგილე, როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო 2008 წლის 21 თებერვალი სწორედ ამის შედეგი?” – მიმართა თეა წულუკიანმა გრიგოლ ვაშაძეს.

ცნობისათვის, დღეს სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

მიხეილ ქარელი: „ომი მიხეილ სააკაშვილის უდიდესი ავანტიურა გახლდათ – ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია, გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“

ნიკა გვარამია: „ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე – ე.წ. კომისიის სხდომებზე არც ერთი სტატუსით არ გამოვცხადდებით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g