LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის

107
ქართული ღვინო

ქართული ღვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარზე – აშშ-ში, ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo & Partners“ ხელშეკრულება გააფორმა.

მიმდინარე წელს, კომპანიის „Colangelo & Partners“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, დაგეგმილია ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ მიმართულებებს ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე მოთხოვნისა და გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად. არსებული აქტივობების პარალელურად, გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ამერიკელი მომხმარებლების ჩართულობის ზრდას.

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. გარდა ამისა, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

ცნობისთვის, მარკეტინგული კომპანია „Colangelo & Partners“, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტის ფარგლებში, ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე 2022 წლიდან უწევს პოპულარიზაციას. ამ პერიოდის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 1.2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 32%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ აშშ ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის. აქ ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ქართული ღვინის მაღალი ხარისხისა და მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g