მიანმარში 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ბიძგების სიმძლავრემ 7.7 მაგნიტუდა შეადგინა, 12 წუთის ინტერვალში კი მეორე ძლიერი, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგის ჩრდილო-დასავლეთით 16 კმ-ში იყო, მეორე კი – საგაინგიდან სამხრეთით, 18 კილომეტრში.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდეც მიაღწია.
ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. მაშველები მშენებლობაზე დასაქმებულ 43 ადამიანს ეძებენ.
⭕ ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა⭕ მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ბიძგებმა მიაღწია ბანგკოკამდეც, სადაც 30-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Friday, March 28, 2025