ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ”ოქროს ბურთის” მფლობელის გამოვლენამდე საკუთარ ვებ-გვერდზე გულშემატკივართა აზრის გაგება გადაწყვიტა იმასთან დაკავშირებით,თუ ვის ეკუთვნის 2018 წელს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო.
გამოკითხვა რამოდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ლიონელ მესი 48%-ით ლიდერობდა. France Football-ის მკითხველთა ხმების 31% ”ლივერპულის” და ეგვიპტის ნაკრების ვარსკვლავს,მოჰამედ სალაჰს ერგო,კრისტიანო რონალდომ ხმების მხოლოდ 8% დააგროვა,ხოლო ”ფიფას” რჩეულმა ლუკა მოდრიჩმა და კილიან მბაპემ 2-2%.
საბოლოოდ France Foobtall-მა გამოკითხვა შეაჩერა,
ამ ყველაფერმა კი ძალიან გააღიზიანა ”ბარსელონას” გულშემატკივრები,რომელთა ნეგატიურმა შეფასებებმაც სოციალური ქსელი წალეკა.
აღსანიშნავია,რომ გულშემატკივართა გამოკითხვა ”ოქროს ბურთის” მფლობელის გამოვლენაში არანაირ როლს არ ასრულებს.გამარჯვებული სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი ჟურნალისტების ხმების დათვლის შემდეგ,3 დეკემბერს გამოვლინდება.