LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ტაქსების პარკირების ადგილების დახაზვა დაიწყო

78

დედაქალაქში, 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები დაიხაზა. ყვითელ ფერში შესრულებული მონიშვნები რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“; ქავთარაძის ქ. N44-თან; ვაჟა ფშაველას გამზირის N41 და N71-თან; ყაზბეგის გამზირის N12-თან; იონა ვაკელის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; წინანდლის ქუჩაზე, პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების გადაკვეთაზე და ლუბლიანას ქ. N21ა-სთან გაკეთდა.

თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ლოკაცია შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე http://maps.tbilisi.gov.ge.

„თბილისის პარკინგი“ გამოყოფილ ყველა წერტილში დახაზვის პროცესს უახლოეს ხანებში დაასრულებს. პარკირების ადგილებზე განთავსდება საგზაო ნიშნებიც ქართული და ლათინური წარწერებით.

ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილები ძირითადად იმ უბნებში გამოიყო, სადაც ავტომანქანის გაჩერება სირთულეს წარმოადგენს. პრიორიტეტულად  განისაზღვრა ადგილები:

ტაქსების დგომის წერტილებში;

საავადმყოფოებთან;

მეტროსადგურებთან და ავტობუსების გაჩერებების სიახლოვეს;

სავაჭრო ცენტრებთან;

სასტუმროებთან.

გასათვალისწინებელია, რომ ტაქსებისთვის ეს სისტემა თბილისის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს რეფორმისა და გარკვეულ უბნებში ზონალური პარკირების შემოღების შემდგომაც შენარჩუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები