რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ გია და ნინუცა დავითიანები სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა მსმენელს კარგად ნაცნობი ნაცნობი და ყველასთვის საყვარელი სიმღერის – „გზები“ ახალი ვერსია წარუდგინეს.
ვისაუბროთ სიმღერის „გზები“ ახალ ვერსიაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ნინუცა დავითიანი: ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ გია ასრულებს ფანტასტიკურად. დღემდე, ძალიან ხშირად ვუსმენ ხოლმე, გიას ნამღერს, ჩემს ნამღერს იშვიათად.
გია დავითიანი: მოგეხსენებათ, ეს სიმღერა ძალიან ბევრმა მაგარმა შემსრულებელმა შეასრულა ფანტასტიკურად, პირველ რიგში, ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ. ეს სიმღერა ყველას ისე აქვს გამჯდარი ყურში და იმდენად მაგარი სიმღერაა, რომ აბსოლუტურად ყველა ვერსია, ყველა შესრულება მომწონს. გულით და სულით მინდოდა, რომ ეს სიმღერა მემღერა. ფანტასტიკური არანჟირება ბატონ ნიკა მემანიშვილის ვერსიაა, უღრმესი მადლობა მას. ჩვენ ძალიან გვიყვარს კომპოზიტორი, ბატონი ვაჟა აზარაშვილი და მისი შექმნილი ფანტასტიკური მელოდიები. მქონდა ბედნიერება, რომ ამ დიდებულ კომპოზიტორთან მქონოდა ურთიერთობა. ტექსტის ავტორი ბატონი მორის ფოცხიშვილია.
ნინუცა დავითიანი: სიმღერა დათო უგრეხელიძის სტუდიაში ჩაიწერა.
ნინუცა, სოლო ნამუშევრების გაკეთებას თუ გეგმავ?
ნინუცა დავითიანი: ვნახოთ, არ გამოვრიცხავ…
გია დავითიანი & ნინუცა დავითიანი – გზები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გია დავითიანი & ნინუცა დავითიანი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”