LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მაჭავარიანი 9 აპრილის მემორიალთან მისვლაზე: „თუ პროვოკაციებს ექნება მცდელობა, მაშინ დასაფიქრებელი იქნება“

224
ლევან მაჭავარიანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თუ 9 აპრილის მემორიალთან მმართველი გუნდის წევრების მისვლა „ხელოვნურად დაძაბულობას“ გამოიწვევს, დასაფიქრებელია, ღირს თუ არა ამის გაკეთება.

მაჭავარიანს ჟურნალისტმა ჰკითხა „წივილ-კივილში“ გულისხმობდა თუ არა პოლიტპატიმრების მშობლებს, რაზეც მაჭავარიანმა უპასუხა: „იქ წივილ-კივილში არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების მშობლებს“.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ ჩვენ გმირებს მივაგოთ პატივი, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს ხელოვნურად გამოიწვევს ქუჩაში დაძაბულობას და ხელოვნურად გამოიწვევს ეს ყველაფერი პროცესების იმგვარად წარმართვას, რომ იქ ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გმირებს პატივი მივაგოთ იქ ვიღაცების წივილ-კივილი უნდა დაიწყოს.

მე იქ წივილ-კივილში არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების მშობლებს, ვგულისხმობ პირდაპირ პარტიულ აქტივს…. თუ იქ პროვოკაციებს ექნება მცდელობა, მაგ შემთხვევაში არ ვიცი, ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება, ვინაიდან ეს ჩვენი გმირებისვე შეურაცხყოფა იქნება და ამ შეურაცხყოფის ავანგარდში იდგებიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები“. – განაცხადა ლევან მაჭავარიანი.

ინფორმაციისთვის, აქციების დროს დაკავებულების მშობლების განცხადებით, 8 აპრილის საღამოს პარლამენტთან შეიკრიბებიან, 9 აპრილის მემორიალთან და ღამეს იქ გაათევენ.

24-საათიან პროტესტს უერთდებიან სტუდენტები და აქტივისტებიც. ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკოსები მიდიან ხოლმე, რათა ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g