LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა ღონღაძის სავარჯიშო ოთახმა ინტერნეტი მოიცვა – „მადლობა ყველას და ლაშა ბექაურს“

149
ბილ გეიტსი

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც პატარა ბიჭი, დათუნა ღონღაძე, საკუთარ სავარჯიშო ოთახს გვათვალიერებინებს, დიდი გამოხმაურება და არაერთი ემოციური კომენტარი გამოიწვია.

ვიდეოში ჩანს, რომ პატარა სპორტსმენს ოთახში რამდენიმე სავარჯიშო ინვენტარი აქვს, ჭერზე ჩამოკიდებული აქვს ტომარა დარტყმისთვის. ოთახში კი მედლები აწყვია და თასიც – რაც მიანიშნებს, რომ პატარა კიკბოქსიორი სერიოზულად არის სპორტში ჩართული.

გამომწერების მხრიდან ვიდეომ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ასევე ირაკლი ქველაძე, „pittbulll46″, რომლებმაც ბიჭს სხვა სპორტულ ინვენტართან ერთად, ნამდვილი პროფესიონალური დარტყმის ტომარა აჩუქეს.

„მეგობრებო, ნახეთ როგორი „გრუშა“ მაჩუქეს. ვინც მაჩუქა, ყველას დიდი მადლობა! მადლობა ლაშა ბექაურს!“ – ამბობს დათუნა ღონღაძე ვიდეოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g