LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1618
მიხეილ ცაგარელი

ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 10 მაისამდე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, გონებამახვილობას და კომუნიკაბელურობას, ლიდერულ და ორგანიზატორულ უნარებს, მეორე მხრივ, სიჯიუტეს და სიხისტეს, უყაირათობას და სულსწრაფობას გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტურისტული ლაშქრობებისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისა და წყლის პროცედურების ჩატარებისთვის. ფილტვების და ბრონქების, ხელების და მხრების სამკურნალოდ. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ტყუპებს, კირჩხიბს, მორიელს და მშვილდოსანს, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნავლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, სერდოლიკი, ცირკონი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები