LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუკატების გლობალური ბაზარი 2034 წლისთვის ყოველწლიურად, საშუალოდ, 3.7%-ით გაიზრდება

112
ცუკატები

საერთაშორისო ანალიტიკური კომპანია Fact.MR ცუკატების ბაზრის კვლევას აქვეყნებს, რომელიც 30-ზე მეტი ქვეყნის საბაზრო მონაცემებს ეყრდნობა.

როგორც კვლევიდან ირკვევა, ცუკატების გლობალური ბაზარი მზარდია, რასაც მომხმარებლის მხრიდან პრემიუმ ხარისხისა და არტიზანული საკონდიტრო პროდუქციისადმი უპირატესობის მინიჭება განაპირობებს (არტიზანული საკონდიტრო პროდუქცია ბოლო წლებში განსაკუთრებულად პოპულარული ევროპასა და ჩრდილეთ ამერიკაში გახდა).

აღნიშნულ ინდუსტრიაში უფრო და უფრო უკეთესი ხარისხის პროდუქციის წარმოება ინოვაციური ტექნიკითა და მეთოდებით ხდება შესაძლებელი. ამასთან, ისინი პროდუქტის შენახვის ვადისა და ასორტიმენტის გაზრდასაც უზრუნველყოფენ. მწარმოებლები დღეს უკვე იმ მომხმარებლების მოთხოვნებსაც პასუხობენ, რომლებიც ცუკატების ნაკლებშაქრიან ვარიანტებს და ბუნებრივ კონსერვანტებს ამჯობინებენ. გარდა ამისა, გაყიდვების ქსელის გაფართოება, ტრადიციულ საცალო არხებთან ერთად, ონლაინ გაყიდვების პლატფორმების საშუალებითაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ბაზრის ზრდას.

შედეგად, თუ 2024 წელს ცუკატების გლობალური ბაზარი 2.634 მლნ აშშ დოლარად იყო შეფასებული, 2034 წლისთვის მისი ღირებულება 3.820 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g