ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის ასაკის მამაკაცია.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი სანიაღვრე არხში ნახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური.