ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი სამოდელო ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას აგრძელებს.
ამჯერად მოდელი მსოფლიო დონის მოდის ჟურნალის Harper’s BAZAAR-ის გარეკანზე მოხვდა.
ფოტოს სოციალურ ქსელში ოლგა ბაბლუანი აქვეყნებს.
ცნობისთვის, ოლგას ორი გოგონა ჰყავს. პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. ქორწინება მალე დასრულდა და სწორედ ამ ქორწინებაში შეეძინა ლიკუნა ბაბლუანი, რომელიც ახლა 28 წლისაა.
მეორედ პარიზში იქორწინა. ამ ქორწინებიდან 18 წლის ნასტასია ლეგრანი ჰყავს.
გოგონას აშკარად წარმატებული კარიერა აქვს წინ, რადგან თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მოდის სახლებთან, როგორებიცაა „ქლოე“, „დირს ვან ნოტენი“, „ალაია“ და „სკიაპარელი“.
