LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა – „კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ“

119
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

კახა კალაძე ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტზე: „მსგავსი ტიპის ვიზიტები მისასალმებელია… ოპოზიციის დამოკიდებულება საინტერესო არ არის, რადგან ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები“

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ეუთოსთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შეეხო.

„პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ეუთო-ს თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეუთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე დიალოგის ცენტრალურ პლატფორმად დარჩეს“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი…

Posted by საქართველოს მთავრობა on ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2025

მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო პატივს სცემს ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g