15 წლის მოზარდი, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს – ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ბიჭის ცხედარი მაშველებმა მდინარესთან იპოვეს.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
„ვერ საუბრობს, გთხოვთ ნუ შეაშინებთ, მიუდექით ფრთხილად და აცნობეთ ოჯახს… აცვია ცისფერი მაისური, ნაცრისფერი სპორტული შარვალი და თეთრსა და ნაცრისფერში გაწყობილი ბოტასი“ – მეორე დღეა ადიგენის მუნიციპალიტეტში 15 წლის მოზარდს ეძებენ
მოზარდის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 597 87 08 18
ცნობისთვის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 15 წლის აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდს რამდენიმე დღე ეძებდნენ.
როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში მოზარდის დედა ამბობდა, თორნიკე სახლიდან 22 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა.
მოზარდის სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული.