LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერის ტექსტი და მუსიკა ჩემია… ვნახოთ, როგორ მიიღებს მსმენელი და რამდენად საინტერესო იქნება მათთვის…“ – ზურა ზაქარიაძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

154
Untitled design (6)

რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერს ზურა ზაქარიაძე (პაპა) სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი სიმღერა „ჩემი ბეღურა“ წარუდგინა.

ბატონო ზურა, მოგვიყევით თქვენს ახალ სიმღერაზე „ჩემი ბეღურა“.

სიმღერის ტექსტი და მუსიკა ჩემია. სიმღერა, როგორც ყოველთვის, ჩემს უახლოეს ადამიანთან, მაგარ მუსიკოსთან, ზურა მახნიაშვილთან არის ჩაწერილი. ზურასთან გაკეთდა არანჟირებაც. ვნახოთ, როგორ მიიღებს მსმენელი და რამდენად საინტერესო იქნება მათთვის.

სიმღერას კონკრეტული ადრესატი ჰყავს?

ჩემი სიმღერები კონკრეტულად ერთ ადამიანს არ ეძღვნება ხოლმე. მინდოდა, რომ სიმღერაში თბილისი, მთაწმინდა, რაღაც ცხოვრებისეული მომენტები ყოფილიყო, ძირითადი ხაზი და თემა ეს არის.

რომელ სიმღერას გამოარჩევდით თქვენი შემოქმედებიდან, რომელი ნამუშევარი არის თქვენთან ყველაზე ახლოს?

არის ასეთი სიმღერა „ლამპიონები“, რომელიც წლების წინ არის ჩაწერილი. რატომღაც, ამ სიმღერას გამოვარჩევ.

ზურა ზაქარიაძე – ჩემი ბეღურა

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები