LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, სკოლაში ბომბის არსებობაზე შესული შეტყობინების გამო, ევაკუაცია განხორციელდა

178
ევაკუაცია სკოლაში

რუსთავის 26 საჯარო სკოლიდან მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც სკოლის დირექტორმა „ინფო რუსთავს“ განუცხადა, სასწავლო დაწესებულების ოფი­ცი­ა­ლურ მე­ილ­ზე შე­ვი­და მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლი, შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბომ­ბის შე­სა­ხებ.

„შე­მო­ვი­და მუ­ქა­რის წე­რი­ლი, რომ სკო­ლა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ყო­ფი­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა. და­ვუ­კავ­შირ­დით 112-ს, შესაბამის სამსახურებს, მო­ვახ­დი­ნეთ ევა­კუ­ა­ცია და ახლა კვლევა მიმდინარეობს. აქამ­დე ჩვენს სკო­ლა­ში ასეთი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ შე­მო­სუ­ლა“, – თქვა სკოლის დირექტორმა.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შესაბამის უწყებაში ცდილობს.

ფოტო სლაიდზე: „ინფო რუსთავი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g