ამსტერდამი ტურისტებთან ბრძოლას განაგრძობს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ ვიზიტორთა ნაკადი შეამციროს და Airbnb–ს შემდეგ რიგი Bed & Breakfast–ზე მიდგა. შეგახსენებთ, რომ ეს არის მინი სასტუმროები, რომლებიც მომხმარებლებს საკმაოდ მარტივ მომსახურებას სთავაზობენ. 2020 წლიდან კი ამსტერდამში უძრავი ქონების გაქირავების მსურველებს სპეციალური ლიცენზიის აღება მოუწევთ. როგორც წესი, ამსტერდამში Bed & Breakfast–ს სთავაზობენ ისეთ ბინებში სადაც ერთ ან რამდენიმე ოთახს აქირავებენ და საფასურში საუზმეც შედის. როგორც მოსალოდნელი იყო, Airbnb–ს შეზღუდვის შემდეგ Bed & Breakfast–ზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და ხელისუფლებამ მისი შეზღუდვაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.