LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბანკო სექტორი ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების შეძენას წაახალისებს – კახა კალაძე

avtomobilebi_tbilisi_lamazi-1

“ვაპირებთ შევხვდეთ სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენელებს, რაც მთავარია საბანკო სექტორი მზად არის შეიმუშაოს კონკრეტული მოდელი, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ,”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება საუბარი იყოს შეღავათიან სესხებზე, თავის მხრივ, გარკვეული შეღავათები ელექტროავტომიბილების მფლობელებს მერიის მხრიდანაც ექნებათ. კერძოდ, დედაქალაქის მერია ელექტროდამტენებს უსასყიდლოდ, სასურველ ადგილზე დაუმონტაჟებს ასეთი ტიპის ავტომობილების მფლობელებს.

“ვაპირებთ შევხვდეთ სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენელებს, რაც მთავარია საბანკო სექტორი მზად არის შეიმუშავოს კონკრეტული მოდელი, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ, ეს შეიძლება იყოს შეღავათიანი სესხები, რაც მნიშვნელოვანია და ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება გარკვეული შეღავათები, მაგალითად ელექტრომიბილებისთვის ქალაქში საპარკინგე ადგილები უფასო იქნება და ასევე, მერია მზად არის ელექტრომიბილების მფლობელებისთვის, კონკრეტულ მისამართებზე დააყენოს ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს მუნიციპალიტეტი,”- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად, საბანკო სექტორი თავად ჩაანაცვლებს საკუთარ ავტოპარკს ელექტროძარავიანი და ჰიბრიდული ავტომობილებით.

“გუშინდელ შეხვედრაზე საბანკო სექტორმა გამოხატა სრული მზადყოფნა, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტების განხორციელებაში სხვადსხვა ფორმით. გუშინ რაც მათი მხრიდან იქნა გაჟღერებული იყო ის, რომ ისინი გეგმავენ სრულად ჩაანაცვლონ თავიანთი საავტომობილო პარკი ჰიბრიდული და ელექტროძრავიანი ავტომობილებით. ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდანაც არის ნაბიჯები გადადგმული, თქვენ იცით, რომ დაახლოებით 50-ზე მეტი ავტომობილი, რომელმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა, ეს არის მუნიციპალიტეტის ავტომობილები, სრულად იქნა ამოღებული მოხმარებიდან და შევიძინეთ ჰიბრიდული ავტომობილები. ეს ტენდენცია გაგრძელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებითაც და უკვე გაჟღერებულია, რომ 2019 წელს ჩვენ გვექნება სრულიად ახალი ეკოლოგიურად სუფთა ევროპული ტიპის ავტობუსები. თქვენ იცით, რომ ყვითელი ავტობუსები ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ესეც იქნება მოგვარებული,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g