LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

125
2025-04-28_23-22-56_964430

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი შინ ბეთის უფროსზე, რონენ ბარზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბარის გადადგომას წინ უსწრებდა მისი კრიტიკა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მისი გადადგომის მოთხოვნა.

გასულ თვეში ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მისი გადაყენების შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

ბარის გათავისუფლების საქმეს ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს. შინ ბეთის უფროსის განცხადებით, უზენაეს სასამართლოსთან ითანამშრომლებს, რათა სააგენტო მომავალში პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი დარჩეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g