LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ჩვენი წინადადება, თუმცა ისინი ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულან – ვივუსი

38149397_1116612358476878_8064824296888860672_n

“ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა,” – ამის შესახებ მიკროსაფინანსო კომპანია “ვივუსი” Facebook-ზე წერს.

“ვივუსის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავაკეთოთ შემდეგი განმარტება: დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე,” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 15-დან 31 დეკემბრის ჩათვლით დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ფინანსური ვალდებულებები გაუბათილდებათ. ვალებისგან ის მოქალაქეების გათავისუფლდებიან, ვისაც თანხის ძირის სახით 2000 ლარამადე ვალი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g