LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა თავის ტვინის სიმსივნის დამარცხება შევძელი“ – 72 წლის მაიკლ ბოლტონის ემოციური სიტყვები

131
Untitled design (52)

ამერიკელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა მაიკლ ბოლტონმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ  სიმსივნის მკურნალობის შემდეგ, მას სიცოცხლის მიმართ მადლიერების გრძნობა გაუჩნდა.

„ყოველთვის, როდესაც თქვენ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, იმის გააზრება, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა თავის ტვინის სიმსივნის დამარცხება შევძელი“, – განაცხადა 72 წლის ბოლტონმა.

ცნობისთვის, „გლიობლასტომის“ დიაგნოზი მას 2023 წელს დაუსვეს. მან ორი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსი ბოლტონმა ოქტომბერში დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები