LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Top Gear-ის წამყვანმა თავისი პორშე დაამტვრია

topgear

შემთხვევა უელსში, ერთ-ერთ ბრმა მოსახვევში მოხდა და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. როგორც ინციდენტის თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უთხრეს, სატვირთო ავტომობილი არასწორად მობრუნებას ცდილობდა და პორშე მას სწორედ ამ დროს შეასკდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ჩათვალეს, რომ ჰარისს სიჩქარისთვის არ გადაუჭარბებია და ამიტომ საჯარიმო ქულები სატვირთოს მძღოლს დაუწერეს. აღსანიშნავია, რომ წამყვანი უელსში Top Gear-ის გადაღებებისთვის იყო ჩასული, შოუს განმავლობაში მომხდარი ავარიები კი უჩვეულო ნამდვილად არ არის და ძვირადღირებული მოდელების განადგურებაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

 

View this post on Instagram

 

New daily. Currently the happiest man in the UK.

A post shared by Chris Harris (@harrismonkey) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g