LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „თუ საჭირო იქნება, გამოვაქვეყნებთ მტკიცებულებებს, რა ხდებოდა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს“

116
კახა კალაძე

„ის ბიუროკრატები, რომლებიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების დროს დამარცხდნენ, არიან „დიფთ სთეითის” წარმომადგენლები. 

რა თქმა უნდა, მათი ინტერესი იყო, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო არა პატრიოტი ადამიანები, ვინც საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს დაიცავს, არამედ თავიანთი აგენტურა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ როდესაც საჭირო იქნება, მაშინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოაქვეყნებენ მტკიცებულებებს, რომელიც დაადასტურებს იმას, რა ხდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ევროკავშირსა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს.

„ის ბიუროკრატები, რომლებიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების დროს დამარცხდნენ, არიან „დიფთ სტეიტის” წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მათი ინტერესი იყო, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო არა პატრიოტი ადამიანები, ვინც საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს დაიცავს, არამედ თავიანთი აგენტურა, რომლებიც ნებისმიერ დროს ქვეყანას შეაგდებდნენ ქარ-ცეცხლში, რაც უკრაინასთან მიმართებით მოხდა…

თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომლებიც [საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას მოგვიწოდებდნენ]. მაგალითად: უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებები.

რაც შეეხება ევროკავშირს და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, ის რაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტებში ხდებოდა, ამაზე ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ და თუ საჭირო იქნება, ამის მტკიცებულებებსაც გამოვაქვეყნებთ და მივაწვდით ინფორმაციას [საზოგადოებას]…”, – განაცხადა კალაძემ.

თეა წულუკიანი: „ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რეალურ შინაარსს შეიძენს და უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო – არცერთი ელჩი, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა ჩვენს სუვერენიტეტს“

გარდა ამისა, კალაძემ როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მყოფ გარკვეულ ელჩებს, ასევე ევროპიდან ზოგიერთ ბიუროკრატებს ჰქონდათ მცდელობა, რომ საპროტესტო აქციებზე მიმდინარე მოვლენები დემოკრატიული პროცესებად წარმოეჩინათ.

„როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ ქვეყნებში ნებისმიერ მოქალაქეს [უფლება] აქვს გამოხატოს, მისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, რაც გაწერილია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. როგორც კი შენ გადადიხარ, კანონის ჩარჩოებს, რა თქმა უნდა, პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად.

ის, რაც საქართველოში ხდებოდა, რა თქმა უნდა, ამ თემის ირგვლივ პოლიტიკური სპეკულაციები იყო. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელების მიმართ იყო, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ასევე მძიმე საგნებს ესროდნენ. მათ ჰქონდათ მცდელობა, ზუსტად ელჩებს, ევროპიდან ზოგიერთ ბიუროკრატს, რომ ეს წარმოეჩინათ თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო… ორმაგი სტანდარტია, როგორც უნდათ ისე ათამაშებენ მუსიკას”, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კალაძის შეფასებით, აქციების მიმდინარეობის დროს სამართალდამცველებს პროცესებიდან გამომდინარე რეაგირება ექნებათ.

„ძალადობრივ ქმედებებს თქვენ ამ წლების განმავლობაში ახალისებდით, ხელს უწყობდით. ადამიანები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილს“ პოლიციელებს ესროდა, ცდილობდით გმირებად გამოგეყვანათ. იმ ძალადობრივ აქციას, მშვიდობიან აქციას უწოდებდით.

„შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია, შეიძლება DCFTA-ს შეთანხმებას გადავხედოთ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი და შეიძლება ეს გავყინოთ – ეს არის შესაძლებლობები“ – ევროკომისარი მარტა კოსი

როდესაც პოლიცია დგას პარლამენტის შენობასთან წესრიგს იცავს და მათ ახალგაზრდები ესვრიან ქვებს, მძიმე საგნებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, თქვენ როგორ ფიქრობთ პოლიციას რა რეაგირება ექნება? – ნახეთ, საფრანგეთში, ბერლინში, როგორ ექცევიან… პოლიციას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება ექნება!”. – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g