LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 98 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

110
სასესხო შეთანხმება

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა „ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის, დაახლოებით, 98 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს.

სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ლესლი ბერმან ლამმა.

პროექტი ითვალისწინებს კლიმატმედეგი ენერგიის შემნახველი სისტემის (BESS) მოწყობას ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე, ასევე, მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობების შესწავლას, BESS-ის ოპერაციების პრაქტიკულ სწავლებასა და ტექნიკური ცოდნის გაზიარებას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ (GSE).

პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, მოქნილობისა და უსაფრთხოების ამაღლებას, ამასთან, ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებას. ის ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g