LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინა სუბლატი: „შეიძლება, ფანატიკურად ჟღერს, მაგრამ მთლიანად სამყარო მიყვარს და ამაში იგულისხმება ჩემი შვილიც, ყოფილი ქმარიც და ისიც, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ…“

230
ნინა სუბლატი

ნანკა გვარის გადაცემაში ნინა სუბლატი სიყვარულის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი განსხვავებული აღქმა აქვს. ის პასუხობს კითხვას, სჯერა თუ არა სამუდამო სიყვარულის:

„მჯერა, ოღონდ პიროვნულის და პარტნიორულის არა. დედა-შვილურიც, რა ვიცი… საერთოდ, მგონია, რომ ეს ურთიერთობები ძალიან თავს გვაქვს მოხვეული, ასე უნდა იყოს, რომ ცოლი და ქმარი სულ ერთად უნდა იყვნენ… ასე ყველა ადამიანი მიყვარს, მაგრამ არ არის აუცილებელი, ეს გრძნობები გავაბუქო და წარმოვიდგინო, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე შენ მიყვარხარ, რომ უნდა ვიშფოთო და ვინერვიულო, სინამდვილეში შემიძლია, ძალიან დისტანციურად მიყვარდე. ყველაზე მეტად მე რაც მიყვარს, შეიძლება, ფანატიკურად ჟღერს, მაგრამ ფანატიზმამდე კი არ მიყვარს, მიყვარს სამყაროა, სამყაროშიც ყველაფერი იგულისხმება, შენც, ჩემი შვილიც, ჩემი ყოფილი ქმარიც, ვიღაცა, ვინც საერთოდ არ ვიცი, ვინ არის… ეს ძალიან ნეიტრალური გრძნობაა, მაგრამ იმდენად დიდია, რომ მასშტაბური სიყვარული გამოდის, თუ კუბომდე რამე მიგაქვს, ესაა…“

„ვინც შვილის ყოლას გეგმავს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს… ამაზე იშვიათად საუბრობენ… როცა მძიმედ ხარ, ელოდები, რომ ვიღაც ან რაღაც გადაგარჩენს, თუმცა ბოლოს ხვდები, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ გიშველის…“ – მშობიარობის შემდგომი დეპრესია და მისი სიმპტომები: ნინა სუბლატი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g