LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

135
2025-05-07_01-53-45_831130

ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელი ავრცელებს.

პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ინდოეთმა რაკეტები საზღვრის გასწვრივ სამ ლოკაციაზე ისროლა.

ასევე, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო და დარტყმებს ახორციელებს “ტერორისტული ინფრასტრუქტურისა” და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ კაშმირის რეგიონზე.

“ეს ნაბიჯები პაჰალგამზე ბარბაროსულ თავდასხმას მოჰყვება, რომელშიც ინდოეთის 25 მოქალაქე და ნეპალის ერთი მოქალაქე იყვნენ მოკლული…

ჩვენი ნაბიჯები იყო ფოკუსირებული, გამოზომილი და თავისი ბუნებით არაესკალაციური. დარტყმები არ განხორციელდა პაკისტანის სამხედრო ობიექტებზე. ინდოეთმა საგრძნობი თავშეკავება გამოაჩინა მიზნების შერჩევასა და [დარტყმების] განხორციელების მეთოდებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g