LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამას გიმალავთ 2 თვეა… ეს არის ახალი ეტაპი ჩემი ცხოვრების“ – პირველი ნაბიჯები კინოინდუსტრიაში | თამო ვაშალომიძე როლზე დაამტკიცეს

592
თამო ვაშალომიძე

„TAMO’S SKIN“-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც მორიგი წარმატების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთ ფილმში როლზე დაამტკიცეს. მისი განცხადებით, ეს მისი ცხოვრების ახალი ეტაპია და მაქსიმალურად შეეცდება საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინოს.

„ფილმში დამამტკიცეს. ამას გიმალავთ 2 თვეა. ტექსტი მაქვს ინგლისური. თქვენ იცით, რომ ვსწავლობ ინგლისურს და ძალიან ცუდი მოსწავლე ვარ, რადგან რთულად ვსწავლობ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.

არ მაქვს უფლება სახელები დავასახელო იმ ცნობილი ადამიანების, რომლებიც ფილმში იღებენ მონაწილეობას. უბედნიერესი ვარ.

როდესაც „TAMO’S SKIN“ იყო მილანის მოდის კვირეულზე, იქ გავიცანი ერთი რეჟისორი, რომელსაც მოვეწონე. მე ვუთხარი, რომ ენა არ ვიცი. გამომიგზავნა პატარა ტექსტი, გადავიღე ვიდეო და გავუგზავნე. ყველანაირად ვეცადე, მაქსიმუმი ჩავდე გეფიცებით და მომივიდა მეილი, რომ თქვენ დამტკიცებული ხართ ფილმშიო.

თქვენ არ იცით… ეს არის ახალი ეტაპი ჩემი ცხოვრების. ყველანაირად შევეცდები გპირდებით“, – აცხადებს თამო ვაშალომიძე.

@tamovashalomidzee

♬ original sound – tamo vashalomidze
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g