LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ივნისს ქართველი მეწარმეებისთვის ბიზნეს ვებინარი ჩატარდება

108
ბიზნეს ვებინარი

15 ივნისს, 18 საათზე, უცხოეთში მცხოვრები ან უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი მეწარმეებისთვის ბიზნეს ვებინარი გაიმართება.

ღონისძიებაზე დარგის ექსპერტები შემდეგ თემებზე ისაუბრებენ: ქართული პროდუქციის ექსპორტი და საინვესტიციო პოტენციალი, უცხოეთში ქართული ბიზნესის მარკეტინგი და ონლაინ გაყიდვები, თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ბიზნესში და საიმედო რესტორნის იმიჯის მოპოვება.

ვებინარზე დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია რეგისტრაცია, რომელიც 5 ივნისამდე გრძელდება.

პროექტი „დიასპორული ჩართულობით საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების წარმატებული რეინტეგრაციის მყარი საფუძვლის შექმნა” ხორციელდება პლატფორმის „სფიჩი“ და გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის „კავკასიადა” მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g