LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსის ახალი იმიჯი და 80 წლის მაიკლ დუგლასის სიმარტოვე – წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობს – ვრცელდება უახლესი დეტალები

639
page

გასული თვის ბოლოს, მედიაში ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. წყაროს ცნობით, 25 წლიანი ქორწინების შემდეგ, მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი განქორწინების ზღვარზე იმყოფებიან.

„მისი ასაკი კეტრინისთვის დისკომფორტის მიზეზი გახდა“ – კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი 25 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან

სულ ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გამოცემა RadarOnline-ის ინფორმაციით, 80 წლის მაიკლ დუგლასი და 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მაიკლი სულ უფრო მეტ დროს ატარებს მარტო სახლში მაშინ, როცა ზეტა-ჯონსი კარიერის ახალ ეტაპზეა იმყოფება და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.

ახლახან კეტრინმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გაავრცელა, რომელშიც ახალი იმიჯით, წაბლისფერი თმით პოზირებს.

მედიაში უკვე მოიპოვება დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ წყვილი ქონებას ყიდის. მათ ბერმუდის კუნძულებზე არსებული საკუთრება გასაყიდად გამოიტანეს, ასევე ეძებენ მყიდველს ნიუ-იორკში მდებარე პენტჰაუზზე, გასაყიდად ასევე გამოტანილია სახლი მაიორკაზე და ასევე, ნიუ-იორკში მდებარე საგვარეულო საცხოვრებელი, სადაც ისინი 2019 წლიდან ცხოვრობენ.

„80 წლის ასაკში მოპოვებული თავისუფლება“ – 25 წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის პოსტები „ინსტაგრამიდან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები