LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის უკრაინა“ მსოფლიო სილამაზის კონკურსზე სიმბოლური კაბით წარდგება, რომელიც უკრაინის სიძლიერეზე გვიყვება

207
„მის უკრაინა“ მსოფლიო სილამაზის კონკურსზე სიმბოლური კაბით წარდგება, რომელიც უკრაინის სიძლიერეზე ჰყვება

კაბა სახელწოდებით „დედამიწას სული“ სულ მალე „მის მსოფლიოს“ სილამაზის კონკურსზე გამოჩნდება. სწორედ ამ კაბით წარადგენს „მის უკრაინა“ მარია მელნიჩენკო თავის ქვეყანას „მის მსოფლიოს“ სილამაზის კონკურსზე, რომელიც ინდოეთში, 31 მაისს გაიმართება. როგორ კაბის შემქმნელები ამბობენ, ოქროსფერი კაბა არ არის უბრალოდ დეკორაციული და ლამაზი, სიმბოლურად ყველა იმ მნიშვნელოვანი დეტალის მატარებელია, რომელიც უკრაინის სიძლიერეზე მიუთითებს.

კაბაზე რამდენიმე სიმბოლოა დატანილი, მათ შორის ხორბლის ფორმის დეკორაცია ოქროსფერი ორნამენტებით, რომელიც მიანიშნებს, რომ ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, უკრაინას არ შეუწყვეტია მსოფლიოს მომარაგება ხორბლით. კაბის მოსასხამი უკრაინული მიწის სიმბოლოა, რომელიც გადმოცემულია, როგორც უსაზღვრო და მრავალფეროვანი. რაც ეხება თავსაბურავს, ეს უკრაინის გამარჯვებისა და მომავალი აღმშენებლობის სიმბოლოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები