ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი სიმონ დარახველიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის სახლი ავრცელებს.
„ჯანმრთელობის სახლის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ორთოპედ-ტრავმატოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ბატონ სიმონ დარახველიძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
სამედიცინო საზოგადოებაში, ბატონი სიმონი დარჩება, როგორც მაღალი პროფესიონალიზმისა და კეთილშობილების მაგალითი“, – წერია სამძიმრის პოსტში.