LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაბედნიერებ და მიხარია დღევანდელი დღე, მეამაყები, ჩემი ცხოვრების ყველაზე ერთგული, მზრუნველი და ახლო მეგობარი ხარ“ – თაკო ცქვიტინიძე მეუღლეს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს

454
ცქვირინიძე

თაკო ცქვიტინიძე მეუღლეს, ნიკუშა ფაიქრიძეს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.

ამის შესახებ თაკო სოციალურ ქსელში წერს.

„იცი რომელი მომენტი მიყვარს? ლევანიკო რომ რაღაც სასაცილოს აკეთებს და გვეღიმება…ასეთ დროს ერთმანეთის რეაქციას ვუყურებთ – ჩემი აზრით, აი ესაა სიყვარული. იცი შენ ყველა პრემიერას 5 წუთი რომ აკლია და პარტერში ვზივარ გული მიჩქარდება შენსავით-ესეც სიყვარულია. როცა ნერვებს მიშლი და ბუზღუნებ-ეგეც სიყვარულია. როცა მე გეგმებს გირევ და ბრაზდები-ეგეც. მაბედნიერებ ჯაჯღან პირველო და მიხარია დღევანდელი დღე. მეამაყები, შენზე ლაპარაკი ძალიან დიდხანს შემიძლია, მაგრამ აღარ განვაგრძობ. ჩემი ცხოვრების ყველაზე ერთგული, მზრუნველი და ახლო მეგობარი ხარ. მინდა ბედნიერს, ჯანმრთელს და გახარებულს გხედავდე,“ – წერს თაკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g