ფოტოკონკურსი სახელწოდებით „ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს უკვე 24-ედ გაიმართა. 5 დღიანი ღონისძიება საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეული და ადგილობრივი ფოტოხელოვანების გამოფენასა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა.
ფოტოკვირეულის მიზანი არა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. მესამე წელია, საერთაშორისო კონკურსის პარტნიორი „ვოლვო ქარ საქართველოა“.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვო ქარ საქართველო“ უკვე წლებია, მხარს უჭერს საქართველოში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, „ქოლგა თბილისი ფოტო“ კი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი თანამშრომლობა ფოტოხელოვანების გაძლიერებას ისახავს მიზნად, სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ საქართველო“, გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად, ყოველწლიურად ავლენს საკუთარ რჩეულს და სპეციალურ პრიზს გადასცემს მას. ჩვენ ვცდილობთ, არჩეული ფოტო იდეურად ახლოს იყოს ბრენდის ღირებულებებთან. წელს ჩვენი რჩეული სანდრო დარახველიძე გახდა.
კონკურსის მხარდაჭერის პარალელურად, წელს გამოფენაზე წარმოდგენილი ვიყავით ძალიან საინტერესო ინტერაქციული ინსტალაციით, რომელიც ადამიანის სილუეტს იმეორებდა. მნიშვნელოვანია ის ტექსტიც, რომელიც ამ ინსტალაციას ქმნიდა და წარმოაჩენდა „ვოლვოს“ უმთავრეს ღირებულებას – ადამიანს, მის ინდივიდუალიზმსა და ხელოვნების კავშირს ინოვაციებთან. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი გვქონდა ჩვენი საკულტო P1800, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. სტუმრებს ცნობილი ფოტოგრაფების იმ კადრების ნახვაც შეეძლოთ, რომლებიც „ვოლვოს“ სხვადასხვა ავტომობილს ასახავს“.
Volvo Car Sakartvelo X KOLGA TBILISI PHOTOროცა საკუთარ თავს ახალი პერსპექტივით ხედავ, ინსპირაციის მეტ წყაროსაც იპოვი მოგესალმებით KOLGA TBILISI PHOTO 2025 წლის ფესტივალიდან
Posted by Volvo Car Sakartvelo • ვოლვო ქარ საქართველო on Tuesday, May 6, 2025
ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოზე“ წელს 700-მა ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა 900-ამდე ფოტოპროექტი წარადგინა.
ჟიურიმ გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოავლინა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდნენ სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ნაიჯელ დიკინსონი დიდი ბრიტანეთიდან, თინა შელჰორნი და ვოლფგანგ ცურბორნი გერმანიიდან, რიჩარდ ბრამი და ვინს ჩიანი აშშ-იდან.
საპრიზო ფონდი 6000 დოლარს შეადგენდა.

ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დამფუძნებელი: „ნებისმიერი თანადგომა, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალის წარმატებით გამართვისთვის. თუმცა წელს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რადგან ფესტივალი მთლიანად კერძო კომპანიების დაფინანსებით ჩატარდა. მათი მონაწილეობა ხშირ შემთხვევაში ვიზუალური და შინაარსობრივი კუთხითაც ამდიდრებს ჩვენს ღონისძიებებს. წელს „ვოლვო ქარ საქართველოს“ მიერ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილმა ვიზუალურმა არტმა მნახველებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ემოციებს იწვევს ვოლვოს რეტრო მანქანის გამოჩენა სხვადასხვა თაობის ადამიანებში“.
(R)