LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“: „მზია ამაღლობელის საქმე საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი საფრთხეების შეხსენებაა – მსოფლიო აკვირდება“

113
ჯორჯ და ამანდა ქლუნები

მზია ამაღლობელის საქმე საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი საფრთხეების შეხსენებაა. მსოფლიო აკვირდება, – ამის შესახებ განცხადებას ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“ ავრცელებს.

„ქართველმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა მიმდინარე კვირას საკუთარი დაბადების დღე გისოსებს მიღმა გაატარა.

მის ბოლო სასამართლო სხდომაზე: სასამართლომ დაცვის მხარის ჩვენება დაბლოკა, რომლებიც ბრალდებების პოლიტიკურ მოტივირებულობაზე საუბრობდნენ.

პროკურორებმა სადავო წარსული ბრალდებები გამოიყენეს, რათა ის „განმეორებით დამნაშავედ“ შეერაცხათ.

პოლიცია ამტკიცებდა, რომ მათ მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ აგრესია არ იყო.

მზიას საქმე საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი საფრთხეების შეხსენებაა. მსოფლიო აკვირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

magti 5g