LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრია გახდა – ვის ერგო საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება?

286
ევროვიზია

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love.

ავსტრიის წარმომადგენელმა 436 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა ავსტრია იქნება.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა იტალიას ერგო.

ვიდეო: მარიამ შენგელიას საოცარი გამოსვლა „ევროვიზიაზე“ – საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მე-10 ნომრად წარსდგა

დათო ლიკლიკაძე: „აუ, ეს სიმღერა ვინ შეურჩია… აუ, ეს პოლიტიკური კონკურსია… აუ, ამ სიმღერით ვერ მოვიგებდით… ფროიდის უიღბლო დედა ავატირე, საქართველოში რომ არ დაიბადა…“

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში.

ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში.

ევროვიზია 2025-ის ფინალში 26 ქვეყანა წარდგა: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი.

საქართველოს ევროვიზია 2025-ზე მარიამ შენგელია, სიმღერით Freedom წარადგენდა.

69-ე ევროვიზიას შვეიცარიის ქალაქი ბაზელი მასპინძლობდა.

გურამ შეროზია: „ნებისმიერი უთანხმოება და პრობლემა უნდა მოგვარდეს ჩვენი „ოჯახის“ ანუ ქვეყნის შიგნით და ევროვიზიის პოსტებზე დაჰაჰავება და ლანძღვა არ მიმაჩნია სწორად, თავი მართლაც კარგად გაართვა და მინიმუმ ჩვენს თანადგომას იმსახურებს!“

ირმა სოხაძე: „მარიამი ნამდვილად საუკეთესო იყო, მართლა უსამართლო კონკურსია, ძალიან გულდასაწყვეტია“

ვიდეო: მარიამ შენგელიას საოცარი გამოსვლა „ევროვიზიაზე“ – საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მე-10 ნომრად წარსდგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g